მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3522 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმანი გრიგოლ აბაშიძის

 

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა,

როს ვარსკვლავები შენი თვალების 

ოცნების მწუხრში მოჯადოებით

მიცქერენ, თითქოს პირველად მნახეს.


ამ ვარსკვლავების სხივი ყოველი,

ვით უწმინდესი

ტრფობის ნაკადი,

შემოდის ჩემი 

სულის ვრცელ ზღვაში.

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა?


მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა,

როს შენი მზერა

მტრედს ჰგავს უმშვიდესს,

რომლის ყოველი

ფრთა ულბილესი

ზეთისხილის რტოს

ჰგავს მშვიდობისას

და მზერა იგი ლბილია, როგორც

ფარჩის ბალიში ბავშვის აკვანში

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა?


მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა,

როცა ხმა ისმის შენი ნარნარი,

რომლის მოსმენაც

ზამთარში ხეებს

ნორჩი ფოთლებით აამწვანებდა.

რაკი შენი ხმის 

მოსმენას ხენიც

ჩათვლიდნენ მოსვლად გაზაფხულისა,

რადგან ბულბულის

ხმას ჰგავს შენი ხმა,

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა?


მე რა  გიწოდო, ან რა დაგარქვა,

როცა ჩემს ტუჩებს,

მწყურვალე ტუჩებს

შენი ტუჩების ლალი ეხება

და ერთდებიან ჩვენი სულებიც,

ვით დღე და ღამე გარიჟრაჟისას.

და მეჩვენება, თითქოს ქვეყანა

ქრება და ჩვენზე მარადისობა

იბერტყავს კალთას ნეტარებისას.

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა?


მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა,

სათავევ ჩემი სიხარულისა,

ჩემო ზღაპრულო მზეთუნახავო,

ჩემი ოცნების ფრთების შემსხმელო,

შენ, ერთადერთო განძო სულისა,

ყველა განძთაგან უძვირფასესო,


ულამაზესო, 

სულზედ უტკბესო,

ჩემო პაწიავ, სატრფოვ და ცოლო,

მე რა გიწოდო, ან რა დაგარქვა?

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ