წუხელის შენი სიზმარი ვნახე, ხშირი ბაღები, ბოდვა მგოსნების, გადაბურული პალმებით ღამე და ოდნავ სველი კვიპაროსები.
მითხრეს: ვარდებმა კოცნით დაღალეს ძლივს ჩაიძინა... მტრედებიც დასხდნენ და ნისკარტები ფრთებში დამალეს.
წარწერებს შლიდა შადრევნის ცვარი. ხეებს სიბნელე ძლივსღა ეჭირათ. ჰქუხდა ჩანჩქერი - ბაღების ზარი.
აგრილდა, ყველგან გაჩნდნენ ჩრდილები, მე ვნახე: შენი სიზმრების ღამე და, რომ გივლია, ის ადგილები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |