მე შექსპირივით მივენდობი მხოლოდ მონოლოგს, ავიღებ ხელში კოლხიდაში ნაპოვნ ნიჟარას, ვიტყვი მილოცე, მეოცნებე გევხარ მოლოზონს, შენმა ღუღუნმა ნაფიქრალი ზღვასთან მიჯარა.
სადაც არც დარდი, არც ვარამი, არ ალადულა, მხოლოდ გალობა, მხოლოდ ტალღა შიგნით ჩამჯდარა, მხოლოდ ზღვაურში გამოზრდილა და გარანდულა.
შიგ სიცოცხლეა უსახურად დატოლებული, ხმაური ზღვაში ნაპოვნი და წამოღებული, სიცარიელის საბუდარში ჩატოვებული.
ხმებს ვაგროვებდი, შენ სადაფის ფრთით რომ მალავდი, რა ვიქადაგო, რა აღვზარდო, რა ავაშენო, დავღუღუნებდი და ზღვის ხმაურს მარილს ვპარავდი.
ცხოვრების ხმაურს შემონახულს თავის ქალაში. ნუ შეაშფოთებთ, ჭირ-ვარამმა არ გადიყოლოს, არ გააყუჩოს ნიჟარაში ქარის თამაში.
ო, იხმაურე, უკვდავების ხმებით მოცულო, სმენა მეჩვევა, შეთანხმება ზღვასთან მადროვე, ობლად ვღუღუნებ, ქარიშხალში მარტო ვლოცულობ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |