ეგვიპტიდან მოტანილი ყალამუს, ატირება დავრდომილი რითმების. ვიცი - ბედი ჩემზე არ დაითმების, არც ნაღველი ეღირსება მალამოს.
მეგობრები, სიხარული, სიამე. ჭრილობანი გულზე დამესია მე, რაც ავაგე შენი ტრფობის ტაძარი.
სადაც სწირავს დეკანოზი დიანოს, განმიკითხე შენს მონათა სიაში, ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს.
შენს გადაღმა ქვეყნად რა დამრჩენია - შენ გეძახი ფხიზელი თუ მძინარი, საფლავშიაც ჩემი გული შენია.
მემატება საწყენი საწყენზედა. მესიზმრება შენი ოქროს ღილები - ღვთისმშობელო მიმინოთი ცხენზედა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |