მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,
სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.
ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები