მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2712 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მიყვარხართ, - თუმცა ბოღმა მაგიჟებს,

ვიცი, შევრცხვები, ფუჭად მოვცდები,

და ამ სვედავსილ უგნურებაში

ახლა თქვენს ფერხთან მე გამოვტყდები!


ჩემს წლებს და სახეს ეს არ შეჰფერის,

და უკვე დროა ვიყო ჭკვიანი,

მაგრამ ყოველი ნიშნით ვიცანი

ჩემს გულში ტრფობის სნება გვიანი.


უთქვენოდ ვიწყენ, - რული მერევა,

თქვენთან კი სევდის წამიღებს ღვარი,

აღარ მაქვს ძალა და მწვავს სათქმელი, -

ო, ანგელოსო, მიყვარხართ რარიგ!


მესმის მსუბუქი თქვენი ნაბიჯი,

მესმის შრიალი კაბის, მრეტები,

ეგ ხმა უბიწო, ქალწულებრივი, -

გონს ვკარგავ სრულად თქვენი მჭვრეტელი.


გაიღიმებთ და - კმარა ნუგეშად,

შებრუნებით და - დარდი მდევარი,

ტანჯვის წილ ჯილდო მელის ნეტარი -

თქვენი ფერმკრთალი ხელისმტევანი.


როცა უზიხართ კდემით საქარგავს

და თავდახრილი წუთებს არ ჰკარგავთ,

თვალნი, კულულნი ძირს ეშვებიან,

მომლბარი ვუცქერ მე ამ სანახავს,


ვტკბები და ვგავარ ბალღს ოცნებიანს!

გითხრათ კი ჩემი სვედავსილობა,

იჭვი და დარდი რომ მემარწუხა,

გასეირნებას როდის აპირებთ

სადმე შორეთში ჩემდა საწუხად?


და სად გაქრება თქვენი ცრემლები,

ან საუბრები განმარტოებით,

ის ხეტიალი, ის შადრევნები,

ფორტეპიანო - საღამოობით?


ალინა! შეგთხოვთ აწ მოწყალებას,

ვერ გვედრებთ ტრფობას სამაგიეროს,

იქნებ არც ვღირვარ ჩემს ცოდვათათვის

მე სიყვარულად, ჩემო ციერო!..


ო, ითვალთმაქცეთ! მშვენიერ თვალებს

ძალუძს ყოველი რომ გამოხატოს,

მე მომატყუოთ, - ძნელი არ არის,

ამ მოტყუებას თვითონვე ვნატრობ!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე პუშკინი  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ