ერთი კაცი შემომიჩნდა, გაგირიგებ ლამაზ ქალსო, ასეთია დალოცვილი, მზეს უსწორებს მაღლა თვალსო.
თუნდაც ბრძენს და თუნდაც გმირსო, მზითევი აქვს, რა მზითევი! ცხენს მოგცემს და უნაგირსო.
მის კალთაში ელავს, წვიმსო, საბანი და ქვეშაგები, იმდენი აქვს, ვეღარ თვლისო.
მარგალიტის ტახტზე ზისო, დღისით ხალხში გამოგაჩენს, დაგიამებს ღამე ძილსო.
მაჭანკალი - მარებელი, სოფელ-სოფელ მარებელი, კაცთა გამამწარებელი.
დამიბნელა მთლად გონება, გადამრია, დამახარბა სხვისი განძი და ქონება.
და ის ქალიც, ადრე დილით, შევხედე და რას შევხედე! დიდხანს ვიყავ დაბნედილი.
წავიქეცი ბანზე ლამის, რომ ვიხილე ის უკბილო, კუზიანი და ელამი.
მოჩაქჩაქებს დედაბერი! პატარძალი მომიყვანეს, ჩემი ჭკუის შესაფერი...
ძირიანა, ფესვიანა, სადაც იგი გაიზარდა თავის ოქრო-ვერცხლიანა!
ცრუპენტელა მაჭანკალი ანდა კიდევ, მე რომ შემრჩა, ამისთანა პატარძალი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |