მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
სიკვდილ-სიცოცხლე
- თეთრი და შავი,
ერთი - ყვავილი,
მეორე - ლოდი;
ერთი - მერცხალი,
მეორე - სვავი,
ერთიც, მეორეც
უკვდავი ოდით.
მხარდამხარ ვლიან,
ერთურთის ურჩი
მტრები არიან
ისინი როდი,
როცა სიცოცხლეს
ძალიან უჭირს,
დასახმარებლად
სიკვდილი მოდის.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet