წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

ლოგიკური ამოცანებილოგიკური ამოცანები




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 1822 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩვენ არყოფნიდან მოვედით

და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,

აზრი ამქვეყნად ყოფნისა

თითქოს არი და არც არი.

წინ-წყალი, უკან მეწყერი,

ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.

ბედნიერებას ვეძებდით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.

სიკვდილი დედა ყოფილა,

სიცოცხლე - დედინაცვალი.


            **********


შენ, ჩემო დაბადების დღევ,

სიკვდილის თავსაფრიანო,

ვაებისაკენ სულმსწრაფო,

სიხარულისთვის გვიანო,

ვითომ ამქვეყნად სწერიხარ,

ვითომ სიცოცხლე გქვიანო.

სიკვდილო, შვებად მეგულვი,

მოდი, არ დაიგვიანო!


               **********


მოდი, სადა ხარ, სიკვდილო,

ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,

გადამავიწყე ვარამი

ამქვეყნიური რაც არი.

საწუთროს ამაოების

არ მაქექინო ნაცარი

და თავზე არ დამაქციო

ცოდვით ნაგები ტაძარი.

როდემდე უნდა ღვიოდეს

სულში ამქვეყნის ღადარი?!

ან რაღად მინდა სიცოცხლე

დედის სიკვდილად დამჯდარი?!


              **********


გადამეშალა სივრცე

ახალ მწვერვალზე ასულს,

სული არ მინდა, მივცე

სატანასა და ავსულს,

ყოფნა არ მიღირს ყოფად

ლამის მიღმეთში გასულს,

არად ვინაღვლი მყოფადს,

მაგრამ რა ვუყო წარსულს?!


             **********


ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,

როგორც ბორბალში ციყვები,

ან როგორც წყალში ნაფოტი,

დროის დინებას მივყვებით.

შხამა სოკოებს ვაწყდებით,

მაგრამ გვგონია ნიყვები,

ეს ან ქალების ბრალია,

ან კაცები ვართ ბრიყვები?!

 

               **********


თუმც ცალუღელა ვიყავი

ჩვენს გაუასაძლის დროში,

მაინც სულ ხალხში ვერიე

და არა უბირ ბრბოში.

ხანდახან დარიც მიგრძვნია,

უფრო - ყინვა და თოში,

მაინც კი ისე ვიცხოვრე,

როგორიც მქონდა ხოში.


              **********


თუ გიდგას ღვინო ხელადით,

განსაკუთრებით - “პინო”,

გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,

დუდუკით მოილხინო,

თუ აგიკრძალეს ქალები,

თუ აგიკრძალეს ღვინო,

რა ჭირად გინდა დუდუკი,

ან რა გაქვს საღიღინო?!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ჰოროსკოპები - Aura.Ge

 

ტესტები

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

გონივრული არჩევანი

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

Loading...

წყლის შესახებ
ყველაფერი წყლის შესახებ