სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი, პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს... ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი - დანატრებული დიაცის ლოგინს. სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე... ყველა ღიღილო - ნაზი და ლურჯი, აგონებს ქალის ნამიან თვალებს. თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ - როგორც დიაცის სავსე ძუძუნი, მინდორში თივის ზვინები ჩანან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |