ჩვეულებრივად გათენდა დილა,
დაიფშვნა ღამე, ვით შავი ლოდი და შეატოკა ნიავმა ფრთხილად აყვავებული ალუბლის ტოტი.
და ცის კალთები იწვოდნენ ალში, ჩვეულებრივად შვენოდა მინდორს მწვანე ბალახი, ყვავილი, ბავშვი.
ჩვეულებრივად ბორგავდა ზღვისებრ, ჩვეულებრივად ძგერდა ეს გული, ჩვეულებრივად უყვარდა ისევ.
ჩვეულებრივად ჩამოწვა ბინდი; ჩვეულებრივად დაღამდა ეს დღეც, თავის ბუდეში სულდგმულნი შესხდნენ.
გამეფდა ღამე კვლავ ბუნებრივი, ჩვეულებრივად, ჩვეულებრივად ცა იყო... არაჩვეულებრივი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |