არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარ და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, - შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ, შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.
ვის უკრეფ, ანდა ვის ბაღს უგალობ, ამ მშვენიერი წუთების გამო სამარადისოდ გმადლობ, უფალო!
გულს მაინც უჯობს, ასე ახსოვდე - შენ უნდა დარჩე მარადჟამს შორი და ვერასოდეს მოგიახლოვდე.
ნუ მკითხავ ოღონდ - როდის ან როგორ, გამოგამწყვდიო ლექსების კოშკში და სტრიქონ-სტრიქონ გამოგიზოგო.
ცის კიდეს თვითონ დაგიდგი ტახტი... შენზე ტირილით რას უნდა გავხდე, თუ სიყვარულით ვერაფერს გავხდი.
და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, - შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ, შორიდან უფრო მიყენებ თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |