მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6999 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთი სენი სჭირთ ადამიანებს, 

დიდების სენი განუკურნელი. 

ტაშს და დიდებას კარგად იტანენ 

გენიოსები და კლოუნები.


დიდებისაკენ ლტოლვას ვნებიანს 

საშიში ბანგი დაჰკრავს ცდუნების. 

დიდებისაკენ კლოუნდებიან 

ნიჭით ნაკლულნი და კაცუნები.


მხოლოდ სკიპტრა და მხოლოდ გვირგვინი 

როდი იკმარებს ქვეყნის მართვისთვის. 

სასტიკი მეფე არის იგივე 

ხელმოცარული ყალბი არტისტი.


სიყალბე ძენძავს ერის სიმდიდრეს, 

სიყალბე ნიჭის - მიზეზთ მიზეზის 

ყალბ ხელოვანში, არ გაგიკვირდეთ, 

თვლემდეს ნერონი უსასტიკესი.


ნერონს ღმერთობა ბრბომ დააბრალა, 

უძღვნა უკვდავი მგოსნის სიგელი. 

და რომელია უფრო საბრალო 

თვითონ ტირანი თუ ბრბო მლიქვნელი?


სასაცილოა ღმერთმანი ასწილ! 

სასაცილოა და სატირალი: 

ტახტზე ასული პატარა კაცი 

ზედმეტი ქებით გახდა ტირანი.


ტაშის ტყაპუნით დუღს ცათა სფერო, 

ტაშის ტყაპუნით იხსნება ძეგლი - 

სალამი ათას პაწია ნერონს, 

არარაობის ცომიდან შექმნილს!


ბრბოა მოთავე ყველას სერობის, 

ბრბოა საკუთარ ცოდვის მზღვეველიც, 

გამომძერწველი ყველა ნერონის, 

სამაგიეროდ დამასხვრეველიც.


შენც გეძალება ზოგჯერ ცდუნება, 

დიდო ელიტავ, - მპყრობელო ჭოგრის, 

კაცში ღმერთს ეძებ რა რუდუნებით, 

კაცში ღმერთს ეძებ და... ტირანს ჩორკნი...


ერთი სენი გვჭირს ადამიანებს, 

დიდების სენი განუკურნელი, 

მაგრამ დიდებას კარგად იტანენ 

გენიოსები და... კლოუნები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ