ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად, წარილტვნენ, განქჰრენ სიზმრებრივ ჩქარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად? მე იგივე ვარ მარად და მარად!
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად, მე იგივე ვარ მარად და მარად.
უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად... მე იგივე ვარ მარად და მარად.
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად - მე იგივე ვარ მარად და მარად.
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად, მე იგივე ვარ მარად და მარად.
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად, მე იგივე ვარ მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად! |