მე, როცა ვაღმერთებ ვისმე, ვარ ბედნიერი და ხალასი, მიწიდან უენო ბალახის ხმამაღალ ლაპარაკს ვისმენ, შევცინი ცასა და ქვეყანას, მე როცა ვაღმერთებ ვისმე.
ვმაღლდები, ვით ცაში სამრეკლო, მსურს ცისკრის ზარებად დამრეკონ, ვიცინი ისევ და ისევ. ვუღიმი გამვლელს და გამომვლელს, მე, როცა ვუყვარვარ ვისმე.
ყველა ტკივილების მომრევი, ვარ დიდი სიმღერის მორევი, ვარ ენატიკტიკა ბავშვი და ყველა ლამაზი სიმღერა მე ჩემი მგონია მაშინ.
ვენდო ოცნებას და მოლოდინს. დიდი სიმღერების ხალისი გულს მენთოს ისევ და ისევ, ვიმღერო მზის საგალობელი, მიყვარდეს, ვუყვარდე ვისმე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |