ქარი ეხლა საალერსოდ მიწვევს, იამინდა, გადაიღო თოვამ... ნეტავ, მე რომ არ ვიქნები იმ წელს რანაირი გაზაფხული მოვა?
ამ ცის თაღებს, ცისფრად შემოგარსულთ? ან ტყემალი ემსგავსება ისევ? ქორწილიდან გამოპარულ ასულს?
ვგავდი ჟინით მყვირალობის ირემს. ან იმ ქვეყნად მომდევს ვინმეს ხსოვნა, ან ამ ქვეყნად ვეხსომები ვინმეს?!
სულს მოსწყურდი... გადაიღო თოვამ, ნეტავ, მე რომ არ ვიქნები, იმ წელს, რანაირი გაზაფხული მოვა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |