მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ორღობეებში გუბე-გუბე რომ მოტყაპუნებს, 

ვით ფეხშიშველი სოფლელი გოგო,

ხეზე ჩვილ კვირტებს ცვარს რომ აპკურებს

ნატერფალზე რომ ამოსდის სოკო -


ეს აპრილია ალუბლების რძისფერ კაბაში,

ღობე-ყორეებს მოუყვება თამაშ-თამაშით,

ბორცვებს, გორაკებს გადაევლო ასკინკილათი,

აგერ მინდვრებში გაუვარდა მარწყვის კალათი.


წვიმის თმები აქვს ცისარტყელას ბაფთით შეკრული,

ქართან, სხივებთან გაუმართავს ჩქარი ფერხული.

ფანჯრის მინაზე თითს მიკაკუნებს

და გულიც ვეღარ დგება საგულეს.


გავალ გარეთ და არავინ არ ჩანს,

მივაყურადებ ხეების გუგუნს

ძირს დაფენილი ცის ლურჯი ფარჩა,

ტყეში ეძახის გუგული გუგულს - გუგუ!

არავინ არ ჩანს, მოვტყუვდი ნუთუ?


გუგუ-გუგუო, ექო გუგუნებს,

ტყე ისევ წვიმით დანალბობია

ტყეში აპრილი და გუგულები

თამაშობს "კუკუ-დამალობიას!


ისმის გრუხუნი, მოირღვევა ზეცის ნაპირი - 

ეს პაემანზე მოდის აპრილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ