მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17101 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა

 

ჩემს ერთ არსებად რომ იქცევა სივრცე მრავალი,

ჩემი სიკეთე მზე გახდება ამომავალი;

სიყვარულის გზას სანთელივით მიტომ ვანათებ, 

რომ ერთ დროდ იქცეს ნამყო, აწმყო და მომავალი.

                                  ...........

თავს დაგვაღამდა... ზეცის ჭიშკარს წყვდიადი აღებს,

ჩვენ შუა ზღვიდან ვხედავთ მხოლოდ ზეციურ თაღებს;

გემით და ზღვით და მარტოობით ვებრძვით საწუთროს

და ღვთის წყალობის იმედითღა მივაპობთ ტალღებს.

                                  ...........

შენს შემხედვარეს, ზეცას მადლი გადაჰფენია,

რომ არ მიყვარდე, აბა, მე სხვა რა დამრჩენია?!

სანამ ვარსებობ, შენი მონა უნდა ვიყო და

შენ გინდ მიხმე და გინდ ნუ მიხმობ, ნება შენია.

                                  ...........

ნეტავი მას, ვინც სულ არ ნაღვლობს ქონა-არქონას,

არც ღატაკია, არც მიწაში ოქროს არ ქოლავს,

საკუთარ თავთან არის, მაგრამ არც არის მასთან

და წუთისოფლის წუხილთაგან ნატრობს გაქრობას.

                                  ...........

შენს ღაწვზე რომ ცრემლი გორავს, უკვდავების წყარო ჰქვია,

შენთა ღაწვთა სინატიფე ცას ჩამოჰხვეწ-ჩამოჰქნია...

ღამით მავალს თუკი გზად მე მელანდება მთვარე სადმე,

ისიც შენი სახეა და ღამე ზილფად ჩამოჰყრია.

                                   ...........

გთხოვ, მაპატიო, თუკი ზეცა ავიკელ კვნესით,

მინდორი ცრემლით თუ დავნამე მე უწმინდესით,

შენ, ჩემო სულო, მაპატიე, კვალში რომ მოგდევ,

თუმც ჩემს სხეულში უნდა იყო განგების წესით. 

                                   ...........

მე ღრუბელივით ცრემლიანი ვჩანვარ უშენოდ,

განშორებისგან თან მარტო ვარ, თან ვარ უშენოდ,

საკუთარ თავთან ხან არა ვარ, ხან ვარ უშენოდ,

ან მკვდარი ვარ და ან ცოცხალი, ან ვარ უშენოდ.

                                    ...........

არც მე ვარ მე და არც შენ ხარ შენ, არცა ხარ შენ მე,

თან მე ვარ მე და თან შენ ხარ შენ, თანაც ხარ შენ მე,

ისე ვარ შენთან, უტურფესო ხატაელთაგან, 

არ მესმის უკვე - მე ვარ შენ თუ კვლავაც ხარ შენ მე?!

                                    ...........

სიყვარულია შენზე ოცნება, შენს სილამაზეს აღვწერ ლექსებით

შენს როკვას გული დაემონება, სხვების საცქერლად არ მემეტები

მაგრამ, ხანდახან მინდა რომ გავთქვა, როგორ შეძელი ჩემი ცდუნება

ჩემმა ლექსებმა თქვეს ეს სათქმელი, ლექსი ლექსია, შენ - ხელოვნება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ