ის გაიზრდება... და ბევრ რამეს წაშლის დაფაზე. მრავალ ძველ დასკვნას, ძველ ფორმულას გადააფასებს. გადააფასებს, რაც ძველია, რაც სულს ახავსებს, შექმნის ახალ გზებს, ახალ წიგნებს, ახალ ნახაზებს. ის აღმოაჩენს ახალ წამლებს, ახალ კანონებს, შედევრებს შექმნის, თავის სახელს ღმერთს გააგონებს.
და ბევრი რამეც შეიცვლება ამ ქვეყანაზე, მაგრამ ერთხელაც ღვთის განგებით მოვა ვიღაცა და გარდაცვლილის დიდ საქმეებს გადააფასებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |