მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1535 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ გსურს მარადის ყმაწვილი კაცი,

ამას არ ვსტყუი, არ უნდა ფიცი,

რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


ფიქრმა და დარდმა სულ დამადუნა,

ადრე დამაჭკნო, დამაძაბუნა

ორმოცდაათმა წელმა გამღუნა,

კისერში მაგრა ჩამიკაკუნა.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


შენ გესიზმრება ლოყა წითელი,

თმაშავი ბიჭი, გულს შემწველი,

ქონდეს მხარბეჭი და წვრილი წელი,

ახლად ჰყვავოდეს, როგორც რომ ველი.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


შენ გაგაწითლებს თუნდაც სიზმარში,

ვისაც არ უჩანს ჭაღარა თმაში,

შენ აგაჟრჟოლებს თუნდა ყინვაში,

ამწვანებული ახლად ულვაში.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


შენ გინდა ცელქი ბავშვი გეტრფოდეს

შავთა თვალთაგან ცეცხლსა აფრქვევდეს,

ტბილის ღიმილით გულსა გილხენდეს,

თავს გევლებოდეს და გაცელქებდეს…


რად შემიყვარე? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


რად გინდა ჩემი გამოცდილება,

ჭკუა დამჯდარი, ფიქრთა ქმნილება?

რას აქნევ ჩემსას ან ერთგულებას,

რა კი მეწვია ესე ცვლილება?…


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


მაგრამ, ლამაზო, გული არ ჭკნების,

წინწკალი მასში ცხოვლად იხრწნების,

თუ მოეკარე - მსწრაფლ აღენთების,

იფეთქებს, დაგწვავს, თვით დაიწვების!…


თუ კი დაიწვი, რად შემიყვარებ?

ტუჩსა ტუჩებზედ რად მომაკარებ?!…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ