როცა დადგება განკითხვის ჟამი, გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის, შემოიტანენ უფალთან ჯამით ჩემს სულს და ცრემლებს, გულსა და სინდისს.
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი. მადლობას რისთვის მიხდიო - მკითხავს გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი, ჩემით ვსწავლობდი ფრენას და ფართხალს და არა მხოლოდ წყალობით უფლის.
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი მეხვია მტერი და ყველა მათგანს მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ ჭილაძის პოეზია |