ლამაზი თითები
თუთა ვთხოვე და წარბი ასწია, მაჩვენა სამი ლამაზი თითის ულამაზესი კომბინაცია.
გარეთ პალმების უხმობს მარაო, მაგრამ არ მოსწონს სააშკარაო: მუმიამ უკეთ დამიფარაო... - რამდენ წელიწადს გაძლებს მუმია? - ასი ათასი - მინიმუმია!
არც ვაზს ვაქებ
რითმას ვაქებ სასაცილოს, ცელქმა რითმამ შეიძლება დედოფალთან დაგაწვინოს.
შუქს გაურბის მზის, თუ ტყემალზე არ ზის, მაშინ ჭურში ზის.
ცუდი სიფხიზლე იცის!
ქარებს მიაქვთ საქართველო, წვიმებს მიაქვთ საქართველო, სეტყვებს მიაქვთ საქართველო, მეწყრებს მიაქვთ საქართველო, რუსებს მიაქვთ საქართველო, შენ სადა ხარ, სა, ქართველო?
ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლშიმეცხრე სართულზე ცხოვრობს.
მალე დედა მეტირება, შვილი გამომეტირება, წიგნი გამომეტირება, წარმატებით დასრულდება ჩემი კომპრომეტირება.
რად მინდა აგიტაცია, შენს ჭიშკარს უნდა ეწეროს: "ეზოში ავი კაცია!"
და ღვივის, როგორც კრამიტი, გარეთ - ატლასი, შიგნით კი - 999.
მოვიწარამარაო, მწიფობისთვის ნიავი ვიდრე მეტყვის: კმარაო!
მშვიდად ცხოვრობენ ასე: ზოგი - მეშვიდე სართულზე, ზოგი - მეშვიდე ცაზე.
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, - თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!
მთვარეს - ღრუბლების კატორღა, ნაპირთან დარჩა კატარღა და ერთადერთი კატაღა...
და თანდათან დაეუფლა ჩვენსა გარეშემოსა, გათავხედდა: აღარ შველის შეგონება-შელოცვა: კარებიდან გავაძევეთ და ფანჯრიდან შემოძვრა.
უყვარდა სიტყვის დაბეტონება: - ქალ-ბა-ტო-ნე-ბო და ბა-ტო-ნე-ბო!!!
გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაადო ხუნდი, გამოწვდილ ხელებს შეიძლება ეამბორო და გამოწვდილ ხელებს შეიძლება ენდო ბოლომდე.
გაისმოდა "ინდი-მინდი", ვინ კასეტა ამოიცნო, ვინ - დისკი და ვინ - დივიდი.
ცაში აღარ გელიან და შენდობასაც აღარ ელი: აქ ცოდვილთა ქალაქია: შიგ სკამები ალაგია: ზედ ათასი ევა ზის და ევა არცერთს არა ჰქვია.
სულმა წინ-წინ გეიპარა. ჩუმად წაიქეიფა რა, გეიპარა გეი-პარა.
უყურებ და ერთობი: ერთ-ერთები ცდილობენ, გახდნენ ერთადერთები.
ნუ დასჯი, არამედ მოაქციე
სიბერე - I
ჩემი ოცნება ისევ ლუვრია, ვერ ვიტან კიბეს უსახელუროს, დავეძებ კიბეს სახელურიანს.
სიბერე - II
ამ წუთისოფლის მობინადრესი: თბილისში უკვე დადის აქლემი, რომელმაც იცის ჩემი ადრესი!
გაიაფდა ცხოვრება, ახლა მთასთან მთაც მიდის. არაფერი გამოვა თხოვნითა და დავითა: ფული უნდა ვიშოვნო და უკვდავება დავირტყა.
ჭიქა შეავსო კახურად, მიწას მიუგდო სხეული და ზეცა მოიმსახურა, მეორე ათასწლეული გალაკტიონმა დახურა.
და გაჰყურებდა ტერასებს... სხვადასხვა დამნაშავეთა ცოდვებს წონიდა თემიდა... საფლავში ისე ჩავიდა, არ ჩამოსულა ტყემლიდან.
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს. ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს - თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს.
დააკვირდი მყობადს მრავალწახნაგიანს, ფრთხილად! ყველა მილიონერს ნუ ენდობი: ზოგიერთი გადაცმული გლახაკია!
როგორც კი გწყდება, მაშინვე კვდება ყველა ფოთოლი...
დააარსეს პრემია და მიინიჭეს.
მაგრამ ჩვენი თამადა მაინც განერვიულდა, იცის ჭეშმარიტება დღეთა ამქვეყნიურთა: სადაც ქრისტე არ არის, იქ არ მივა იუდა.
და მაინც შემახის ღვინით ვარ მთვრალი: როგორც კი ამურმა ზურგი შემაქცია, ბახუსმა მაშინვე ჩამიკრა თვალი.
ნაღვლიანი ამბავი არის, უკვდავა რომ ოქროცოცხად იქცევა ხოლმე...
ასაკს ლამაზი ქალივით მალავს, როგორც ერთგული ჭირისუფალი - მხარში უდგას და ამხნევებს ქალაქს.
იქით, ჩვენ რომ ვიცით, დადის ვიზიტ-ვიზიტ ისე, ჩვენ რომ ვიცით, და... ვერ პოულობს ვიზით იმას, ჩვენ რომ ვიცით.
მაინც ვერ შეგვაძულებთ ცისფერს ანუ ცისა ფერს. როგორც უკვე შეთანხმდნენ ეს ბერი და ის ბერი, წითელმა და წითლებმა შეგვაყვარეს ცისფერი.
საით გამტყორცნეს, ერიჰა! რაც უფრო გული მიკვდება, მით უფრო მშვენიერი ხარ!
რომ არასოდეს შეეყრებათ არც მეგობრობის სახადი და არც ტრფობის ჭირი...
სამი - აგურს და სამით - ხეს ვიყიდი და ავიშენებ სამოთახიან სამოთხეს.
ვინ ცოტა იცის, ვინ მეტი, ხან ცოტა სჯობს და ხან მეტი, მაგრამ: ჯინსი თუ ვილვეტი? დონ კიხოტი თუ ჰამლეტი?
და ბიჭვინთის რესტორანში მშვიდად ისაუზმა. ჰკადრეს: რუსეთს არ აკლია სახნავ-სათესავი: შავი მიწა ჰყოფნის, მაგრამ ზღვა არ ჰყოფნის შავი!
როცა ვუყურებ, უფალო, ვფიქრობ და ვამბობ: უფალსაც არ ყვარებია უფულო!
მიჭერენ მარწუხებს... - ექიმო, მიშველე, ნამუსი მაწუხებს.
ავტოკრატია გეთაყვანება: გამორიცხე და გამოირიცხა პრეზიდენტების გადაყენება!
წალეკა წასალეკი და ბედი ქვეყნის და ერისა ფეხებზე კი არ ეკიდა.
ისეც გაჭრის დამა ვალეტს.
ამაშენა სკამ, აწი აღარ მეშინია, თუ დავკარგავ სკამს.
ისე ვიცეკვე ლამბადა, - თითქოს გამჩენმა მეორედ გამაჩინა და დამბადა.
აქ ტახტია კელაპტრის... - საფლავებზე არ იარო: არ გეგონოს გელათი!
ყველა რაზა მიმირაზა, ყველა კარი მიმიკარა, - ავდგები და გამოვიცვლი მიმიკას და მინი კარავს და სხვას ისე შევეჩვევი, მიმიკრია მიმიქარავს!
წვიმს
მუზეუმში მანეთად შევდივარ - ფიროსმანებთან.
ვინ ასწავლა წერა-კითხვა? - დაანებეთ თავი ნაჯახს: ვერ ამოშლით წერაქვითაც!
და ისმოდა - კოდალების მორზე.
საგარნიზონო ლაზარეთის მაღალ ფანჯრებში ყველაზე კარგმა დასტაქარმა შემოიხედა.
შეგჭამენ ტაშის მეტასტაზები!
გვასწავლის კაკო გაწერელია, მაგრამ ყველაზე კარგი ლექსები უკვე კარგახნის დაწერილია.
არც მორწმუნე გლეხი ვარ, მაგრამ თამარ მეორე კი მინდოდა მეხილა.
გლეხი დამდგარა გიდად, თაფლი მითხარით, თორემ ცოტნე - რამდენიც გინდათ!
არ არსებობს გარანტია, რომ ოდესმე დაეწევა კალანდაძეს კალანდია.
ჩაიჭიკჭიკ-ჩაიკისკისა, შეშურდებოდა შტრაუსსაც და ჩაიკოვსკისაც.
იცის ხოლმე ახირებამ ასე გამოყვარყვარება.
და მევაჭრება დუშმანი: - ან ორი ღერი ფიცარი, ან სამი ცალი ლურსმანი!
როგორც გახდა მინდია: ჩონჩხის არმატურაზე სარეცხივით ჰკიდია.
დალია და თვითონ გახდა მამფორია - ქებული.
რაც უფრო მეტ ბებერს შევეფეთები და რაც უფრო სწუხან ახალბედები, - უფრო ხშირად მავიწყდება გოეთე და უფრო ხშირად მახსენდება პეტეფი.
- ნუ გამყიდი ჩალის ფასად! ებრალება ჩალა ასანთს: ჩალას ყიდის ცეცხლის ფასად.
იყო პოეტების ბლოკი, ადიდებდნენ, სამშობლო კი წითლდებოდა, ვით ბოლოკი.
და ისე მიყვარს გულაბი, ამტკივდა ხელის თითები და მეწვის ხელისგულები.
რომელ რომანს დაუწუნებთ რომენ როლანს? - თუმცა სჯობდა, ლომს ლომივით რომ ელომა.
გული ეწვოდათ უცეცხლოდ... ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი დასაჯეს... სიცოცხლით.
გაძვრა, როგორც პაიკი და უცხო ტურფას აეკიდა და ეგრევე აიკიდა: თბილისში ჩამოგვიტანა კუნძულ იამაიკიდან.
ვასოს ჰგვანან ვასია და ვასიანი. მწვანესავით ინიღბება მწვანიანი, ვანოსავით - ვანია და ვანიანი. ვაზიანის ბაზიანი პასიანსი ვერასოდეს ვერ ჩაგვიყვანს ბასიანში.
მხარეს დაგაბინავა, სადაც შენი სურათი მხვდება, ყველგან შინა ვარ.
არაბმა ფოტო გადაუღო თბილისის წვიმას. მალე ტურისტი შიდა-ქართლის, გარე-კახეთის - ჩავა ალჟირში და თბილისის წვიმას გაყიდის.
ზარმა ტაიმაუტის, რადგან ვადა გაუდის გარდა - ყველას გაუდის. არ არსებობს ამჯერად შანსი სხვა ვარაუდის: სხვას არავის გაუვა, რაც გაუდის გაუდის.
ადიდებს მილიარდერი და ბევრიც უმილიარდო, პოეტმაც აქო და თუკი ჩვენ ვერ ვიხილეთ რიალტო, მემკვიდრე გვისაყვედურებს: ამაოდ გიცხოვრიათო.
და სიჩუმემ გადაიკის - კის-კის-კის-კის-კის-კისა. და დუმილი ახარ-ხარ-ხარ - ხარ-ხარ-ხარ-ხარ-ხარ-ხარდა, ხან მამალთან გათამამდა, ხან ძაღლთან და ხან ხართან.
იდო (ეწყო, როგორც კერპი (არა, როგორც ტოტემი). შემობრძანდა (შემოიჭრა) ბაღში (ტრაგედიაში) ქალი (არა, დედაკაცი, უფრო ზუსტად - დიაცი). |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |