მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2776 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,

ზამთარს ბილიკი დაუტანია... 

"დიდი ხანია?" - მივმართავ ტყეებს 

და ტყე გუგუნებს: "დიდი ხანია!"


შეხავსებია კლდეები კლდეებს, 

იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. 

"ამირანია?" - მივმართავ ტყეებს 

და ტყე გუგუნებს: "ამირანია!"


ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, 

ის გული ისევ ჩემი გულია... 

"დაკარგულია?" - მივმართავ ტყეებს 

და ტყე გუგუნებს: "დაკარგულია!"


გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, 

მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... 

ფერების ჭევრი ირევა ბევრი, 

ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.


ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით 

და ცა ალუბლით სავსეა... კმარა, 

ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, 

დარიალიდან ზარავდა ზარა.


სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად, 

შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, 

მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, 

იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!


შეხავსებია კლდეები კლდეებს, 

იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. 

"ამირანია?" - კვლავ ვკითხავ ტყეებს 

და ტყე გუგუნებს: "ამირანია!"

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ