I
ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს და შესაფერი სახელიც ჰქვია. და საათები უჩინარ წუთებს ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან.
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ. და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს. და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
თანდათან უფრო თამამად უჭერს აცახცახებულ თაღებს და ხიდებს და ჩრდილებისკენ გაქცეულ ქუჩებს.
თვალი ფანჯრისკენ გაურბით მუშებს და შამხატივით თამამი ქალი ასწორებს საწოლს და ფარდებს უშვებს.
შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს, სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.
მხიარულ სულში მძევლად იტოვებს და უსასრულო ღელვით გვაღელვებს, რომ დაგვამშვიდოს ზოგჯერ თვითონვე.
და იმშრალებენ გაოფლილ კისრებს და როცა სიცხით პირი უშრებათ, თვალი ფანჯრისკენ გაურბით ისევ.
რაც ყველა ტკივილს ავიწყებთ უცებ და გახურებულ თვალებით სვამენ უცხო ქალაქის იდუმალ ქუჩებს.
რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად და რა უმწეო ხმებით შრიალებს, რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს და ატივტივებს არეკლილ კედელს და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.
თავისი ფასი, სიგრძე და განი. ზოგი უდროოდ ივსება მიწით, მარად წყალუხვნი რჩებიან სხვანი.
ზოგს ელანდება თევზის ბრჭყვიალი და უსასრულოდ გადადის ქვებზე, ხელმოცარული და ეჭვიანი.
გაბრუებულნი ღმერთთან კამათით, და ეშინიათ, არ აღსდგნენ ისევ აფსუ და მუმუ და თიამათი.
რომელიც ქალაქს ყველაფერს მისცემს და რაც დღეისთვის სათქმელად არ ღირს, ხვალ, შეიძლება, სიმღერად იქცეს.
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი და გაახილოს თვალები უკეთ.
საქვეყნოდ განთქმულ ურუქის მეფე, და უყურებდა ცვალებად ჩრდილებს და ღმერთზე გულუხვ ევფრატის შხეფებს.
შეწირა მსხვერპლად ანუს და იშთარს, მაგრამ იდუმალ ევფრატის პირას იპყრობდა ეჭვი და ჩუმად იჯდა.
როგორც სილაში თხუნელას სორო. მას კი უნდოდა, რომ მომხდარიყო ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ.
და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი, თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს, სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას, რომელიც უკან მოგვყვება ურმით და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ამქვეყნიური და გაქრა უცებ, მაგრამ მიწაში ჩარჩენილ ფესვებს გული აქამდე შერჩათ და უცემთ.
ხმელ ფირფიტაზე წევს და ცახცახებს და მზე აწვალებს მის გაშლილ მკერდზე ურუქის მძიმე კარის გასაღებს.
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს, ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
განდევნო შენგან სიკვდილის შიში, ან როცა ბედი გარგუნებს წილად - დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის, ყოველ საღამო და ყოველ დილა ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს, და დღემდე ეძებს და წვალობს ასე ყოფილი კაცი, გმირი და მეფე.
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.
II
ადამიანზე გამძლეა თიხა! შენ ამ ფირფიტას, ვით უცხო ფრინველს - ყველაფრის მცოდნეს და გულთამხილველს, - კალთაში ისვამ და ჩუმად ზიხარ.
და კვირას მისდევს ახალი კვირა... და თურმე შენად მიჩნეულ ფიქრებს ფეხი აუდგამთ ევფრატის პირას.
იცქიროს უცხო ფარდების იქით: აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება, ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს და ატივტივებს არეკლილ კედელს და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.
კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. და სემაფორი შეღებილ თვალებს ახელს და ხუჭავს, ხუჭავს და ახელს.
გულზე აფენენ დასიცხულ ქუჩებს და ქუჩა ჩრდილებს მიყვება ფრთხილად და გული გამთბარ დოლივით უცემს.
უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს. ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს, როცა შამხატის თვალებში ჩანხარ.
და არარსებულ ქვეყნების ამბავს ბევრჯერ მოგაწვდის და მოიშორებს ზღვის ფრინველივით მყვირალა კაბას.
რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას. შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში, გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი და აკივლებულ ფიქრებს და ვნებებს ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით.
და თუ გაიგე, რაც აგიხსენი, თამამი უნდა იყო ქარივით, ძაღლივით უნდა იყო ფხიზელი.
მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა, ის, შეიძლება, უბრალოც იყოს და აუტანელ ტკივილით ითქვას.
უფრო უბრალო, ვიდრე მარილი. სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები, უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის აფრები... მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს, ყველა ტკივილის ატანას აჩვევ.
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს, უნდათ თუ არა, მიწაში სძინავთ.
მათი ნასახი წერაქვს და ნიჩაბს, როგორც კივილი და ამბოხება, რომელმაც ბედი მრავალჯერ სინჯა.
ცნობისმოყვარე ხალხი გროვდება. დგანან, უცქერენ და აფასებენ გონებას, ქცეულს ოქროს ზოდებად.
და ახლა სულში იმედი წვეთავს. ბევრი კი მხოლოდ იმიტომ მოდის, ამდენი ოქრო რომ ნახოს ერთად.
როგორც უეცარ ქუხილის შემდეგ, და უძველესი სამაჯურები ჯილდოებივით კიდია კედლებს.
და ისევ ასდის ნაზი სურნელი, თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები თითქოს არაფერს არ ცვლის... სრულებით.
ბევრი სულელად რჩება ბოლომდე და მაინც ყველა მადლობას უხდის მზით გაბრუებულ არქეოლოგებს.
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ, რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად, ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.
III
თუ მართლა გესმის და მართლა გჯერა შენს ჩასახვამდე გარდაცვლილ კაცის და თუკი შენი ფუძე და ჭერი გართმევს სიცოცხლის უდიდეს ნაწილს,
რას მოხმარდება, ისიც თუ იცი: ორივე ხელი და ყველა კბილი მაგრად ჩაჭიდე შამხატის სიცილს.
და იმედივით ნათელ მდინარეს, რომელიც ღმერთთან კამათის შემდეგ შენს დასანახად თავს იმძინარებს.
არ ღირსებია ციდან არავის და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე, ან ვისთან რა გაქვს დასამალავი.
და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |