მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 845 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

წიწილა გამოამტვრევს კვერცხს, როგორც დილეგს

და ფილტვებს აივსებს აისით, -

აისის კვალდაკვალ ივლის და ირბენს

თავისუფლება და ხალისი...


მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,

სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, 

ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას

და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.


სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს

ვერცხლისწყლის წვეთებად ეფანტება ჩემი ფიქრები, -

ისევ ველოდები უებარ წამლებს

და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.


იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,

ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...

შენ, სულო ჩემო, წიწილასავით

მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!


- თენდება! - ჩხრიალებს იმედის ღელე

და თავქვე მიდენის ბატებივით ფარფატა ნისლებს,

მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,

რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.


რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას

ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ ქარაგმებს,

ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას

და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ