მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 805 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ქალაქში დაჭრეს დიდი ხეები,

დიდი, დიდრონი…

ის დღე გახევდა, სხვა დღეებიც

უამინდონი.

 

აღარ ჭრიალებს, აღარ ზნიქავს

ქარი მოჭრილ ხეს,

გადახოხნეს და ამოძირქვეს

ძირში საფერხეც.


გავმინდვრიანდით, ქარიც არ ჰგავს

სოფელ-ქარიანს,

სხვა სუსხი მოდის, სხვა ძირქვაა,

სხვა ზამთარია…


ხე აღარ დარჩა დასარჩენი,

გამოსაჩენი,

სახლი ავიგეთ… უფრო ქვემოთ

სხვა დანარჩენი...


იმ ახალ სახლებს აღარ ჰყვანან

ბევრი მდგმურები,

სხვა დრო მოვიდა, სხვა ქვეყანა,

სხვა დაბდურებით.


ჩვენ დავდიოდით ფეხშიშველნი,

ჩამოხეულნი,

ამაზე არ წუხს -

რად არ მეშლება ეს სხეული…


ხეებქვეშ იყო სხვა ტკივილი

და სხვა ბავშვობა…

სხვა ჟრიამული, სხვა ჟივილი

და თამაშობა…


რიკტაფელებით, ჭინჭის ბურთით,

ხის ჰანტელებით,

დრო მოდიოდა დროის ბურვით

და განტევებით…


კიდევ აიგო სახლები და

მოსახლეებით,

ცოტა ბღარტებით არ შეივსო

სასახლეები…


მიწა არ დარჩა, კედლის თავხეს

ქარი ვერ არხევს,

მაინც ვიხსენებ გადახერხილ

ჩემ წილ ყველა ხეს.


და აღარ მესმის ის წრიალი

ცხელ ქარიანში,

ჩემი დროც მოვა, გავიჭრები

მოუსვლიანში…


ქარიც ამოვა სასხვისქაროდ

გასაქარავი,

წაქცეულია ჩემი ხე და

ჩემი კარავიც…

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ