მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4837 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...

რა შუაშია! - თუ ისევ ის ვარ?

აპრილის შვილი, ენძელას ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ...


რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ:

ცაში გაკიდულ ჩანჩქერის წყლის ვარ;

ვარდობის თვეში ვარდების შლის ვარ;

ქმრისა ვარ, შვილის, სიძის ვარ, რძლის ვარ;

ცისკრისას გაზზე შედგმული რძის ვარ;

ნაცარა ვაშლის, გულაბა მსხლის ვარ; -

კამეჩის ყველის, კეჟერა მხლის ვარ;

დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ;

რამდენიც გინდა, იმდენი წლის ვარ! -


ნელინელ კვდომის, ნელინელ ხრწნის ვარ;

ღმერთების ფეხის უბრალო მტვრის ვარ;

არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ;

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ;

ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ;

სააკვნე ფიცრის, საფლავის ქვის ვარ;

აქაურ მთის ვარ, იქაურ ბრის ვარ;

ტარანის კუდის, მტრედების ფრთის ვარ;

მილეულ მთვარის, ჩამავალ მზის ვარ!

ვინ გეკითხებათ, რამდენი წლის ვარ!


ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ, მტრის ვარ;

ზოგჯერ - სულელის, ზოგჯერაც - ბრძნის ვარ,

მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ;

ხან - მძიმე ჩადრის, ხან - დეკოლტის ვარ;

ხან - დალხინების, ხანაც - სიმწრის ვარ;

ეკუნას ქერა ნაწნავის ბწნის ვარ;

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ!

რამდენსაც იტყვით, იმდენი წლის ვარ!


მოკლული ვეფხვის პარპალა ბწკლის ვარ;

მავთულზე მკერდით შემსკდარი მწყრის ვარ;

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ;

ვარ პირველ კლასში - სულ ექვსი წლის ვარ,

მახლობელ სოფლის, შორეულ მხრის ვარ;

ლმობიერ ლომის, ულმობელ მგლის ვარ;

ფულების ფლანგვის, ფულების ჭრის ვარ;

ხან - ისე მსუქნის, ხან - ისე მჭლის ვარ;

საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ!

თქვენ თვითონ მიხვდით, რამდენი წლის ვარ!


მახობლის პურის, ოქროსფერ ძნის ვარ;

ხან ავი ზნის ვარ, ხან კარგი ზნის ვარ;

ქართული ჰანგის, ქართული ზმნის ვარ;

ჭოროხის ზვირთის, პონტოის ზღვის ვარ;

კოდორის ტყეში მოჭრილი ბზის ვარ;

მტევნების წიპწის, ლეღვების რძის ვარ;

ჩვიდმეტის გინდათ? - ჩვიდმეტი წლის ვარ!

ათასის გინდათ? - ათასი წლის ვარ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ