მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1352 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არც რას გეტყვი, არც რას გკითხავ,

მაგრამ მინდა დარდად გქონდეს, -

ერთხელ მაინც უნდა ითქვას

რაც არ თქმულა არასოდეს!


სიცოცხლეში ერთხელ მაინც,

ერთხელ მაინც, ერთხელ,

ერთხელ მაინც უნდა შეხვდე

ღმერთებს, როგორც ღმერთებს...

ერთხელ მაინც სიცოცხლეში,

ერთხელ მაინც, ერთხელ!


ერთხელ ტყვიაც უნდა მოგხვდეს,

უნდა ჟღერდე რისხვის ზარად, -

ერთხელ მაინც უნდა მოხდეს

რაც არასდროს არ მომხდარა!


სიცოცხლეში ერთხელ მაინც,

ერთხელ მაინც თურმე

უნდა ასწვდე, როგორც ქარი

აღზევებულ ღრუბლებს...

ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც,

ერთხელ მაინც თურმე!


ერთხელ მაინც უნდა იცნო

მტერი მტრად და აჰყვე სინდისს,

ერთხელ მაინც უნდა სტკიცო

სილა მას, ვინც ურცხვად გვყიდის!


ერთხელ მაინც უნდა აღსდგე,

ან არადა, მოკვდე მაინც,

ერთხელ მაინც უნდა ჰგავდე

რწმენის ჯვარზე გაკრულ რაინდს!

სიცოცხლეში ერთხელ მაინც,

ერთხელ მაინც, ერთხელ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ