მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1052 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ალაზანთან დუქანია,

ხინკალია ცხელი,

დახლს აქეთკენ თუშის გოგო

დაჰქრის, როგორც შველი.


დახლს იქით კი მზარეული

ცომს ბუტბუტით მუშტავს, -

ცხელი კერძის მოლოდინში

სული მისდის მუშტარს.


ორთქლი ასდის მარილწყალში

ლოქოსა და ჭანარს,

ხითხითია, ხინკალია

და თითების ჭამა...


დაგოგმანებს თუშის გოგო

თეთრი სინით ხელში,

ზოგს არაყით აბრუებს და

ზოგს თვალების ეშხით.


მეც აღმაგზნო, მეც ამანთო,

ვეღარ დავდექ ჩემთვის,

მიველ, ვუთხარ, ლექსად ვუთხარ,

რა კარგი ხარ-მეთქი...


დახლს იქითკენ მზარეული

აწიწმატდა უცებ,

უროსავით მსხვილი მჯიღი

დაიტაფა გულზე.


ორლესულად ამომხედა,

გადმომხედა ცერად, _

ვერ გავუძელ მის მომდურავ

და ნაღვლიან მზერას...


ზედ თვალებზე ავიფარე

ფარფლიანი ქუდი, -

დახლზე დამრჩა მინანქარი

ავსებული ლუდით;


დახლზე დამრჩა ცხელი კერძი

იმ ვაჟივით ცხარე,

მივატოვე ალაზანი,

ჯეირნების მხარე.


ალაზნელი თუშის გოგო

ლამაზია ძლიერ,

კიდევ კარგი, მისი ეშხის

ცდუნებას რომ ვძლიე.


მე რა მრჯიდა, რა მინდოდა,

მე და ჩემი ღმერთი, -

თუშის გოგოს ისე ვუთხარ,

რა კარგი ხარ-მეთქი!


ახლაც ალბათ ალაზანთან

დუქანია ერთი,

დუქანია, დუქანია

ხინკალივით თეთრი...


დაგოგმანებს თუშის გოგო

თეთრი სინით ხელში,

ზოგს არაყით აბრუებს და

ზოგს თვალების ეშხით.


არეული მზარეული

ცომს ბუტბუტით მუშტავს,

მუშტარს ელის, მაგრამ მაინც

ყველას უმზერს კუშტად...


ჰოდა, ქორწილს ველოდებით

დროზე, თორემ გზნებით

ალაზანზე ხოხბებივით

კრიახობენ წლები.


დრო დადგება, იმ თუშელას

არ დასთმობენ სხვები, -

ნახავენ და წაიყვანენ

საცალფეხო გზებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ