დღისით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით ყვავილებს ვდარაჯობ, პირველად შენ გამიღიმე და მერე შენმა ყაყაჩომ.
მწველი თვალები მებაღის, ახლა კი ბაღი იღვიძებს და იზმორება ვენახი.
გიშრის წამწამა ყაყაჩო, მე ყოველ ღამით მეძახის, როცა შენს ფანჯრებს ვდარაჯობ.
მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს, მე ხმლით ავკაფავ მტრის რისხვას შენი თვალების კაშკაშზე.
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს, და გულზე გადამაყარე მაგ შენი ბაღის ყაყაჩო! |
პოეზიის გვერდი • • • |