უამური, ცივზე ცივი ქარი ქროდა, გამშვიდებდი - ისევ მოვა მალე მარტი და იების დაგშვენდება ლურჯი ქობა, ვით შუშანიკს სადედოფლო პალეკარტი.
არ მიკითხავს სალოცავი ანდა რჯული, გიხდებოდა პენჯაბური ხატაური და თვალები, ვეფხვის მზერით დახანჯლული.
ძლივს მოგაგენ, შემეცვალა ალბათ მხარი, აღსარების ცრემლით კალთა დაგინამე და შენ მაინც ერთი სიტყვაც არ მითხარი.
ზოგჯერ მაკრთობს მოლოდინი ავი სეტყვის, ნუთუ ჩემთვის საამბობი დაგელია, ნუთუ დღესაც აღარაფერს აღარ მეტყვი.
იცის ღმერთმა, უნებურად მოვყევ ბადეს, დამიწოდე დროის რტოდან გაზაფხული, რომ მწყურვალი იმედები ამიყვავდეს.
გამშვიდებდი - ისევ მოვა მალე მარტი და იების დაგშვენდება ლურჯი ქობა, ვით შუშანიკს სადედოფლო პალეკარტი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |