რას ნაღვლობს ორი გიშერი, ღაწვზე რა დარდის მოლი წევს... შენ ჩემი ლოცვა გიშველის, მე შენი წყევლა მომიწევს.
სხვა სცემს დაფსა და ფანფარებს, წარსულს, წლებისგან დაკორტნილს, თავს ვეღარსაით ვაფარებ.
ვერც - ზღვას, შემომდგარს პირამდი, ხან ცრემლი მწვავდა ჩემივე, ხან გულგრილობით მყინავდი.
ვფანტე ბროლი და ბადახში, მე სიყვარული მღუპავდა, შენ სიძულვილით გადარჩი.
შევრჩი, ვით ალვა შიშველი... მე შენი წყევლა მომიწევს, შენ ჩემი ლოცვა გიშველის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |