მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 763 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ!.. ვინაც ჩემთან ყოფნა ინებე, 

ასე უხეშთან და ნერვიულთან, 

მჯერა, ჩემს სუნთქვას იმ მთებს მიუტან,

შუბლს შორიდან რომ მიგვირგვინებენ.


შეგეძლო... შენ სხვა ბედი გენახა, 

ღაზლა გექსოვა, ქინძი გენაყა, 

ფარჩა გეკეცა, განძი გეთვალა, 

ან, - სხვა მაღალი საქმე გეთავა.


გყოლოდა ქმარი ერთობ მორჩილი, 

ტანახოვანი, გადაქოჩრილი, 

კაცი სათალი, კაცი მოთალი, 

ოჯახში ბევრი ფულის მომტანი...


შეჰბერებოდი მის ერთგულებას, 

როგორც ლეგენდა, - როგორც თქმულება,

ან, - როგორც ხდება, ისე, ხალვათად, 

გემუხთლა მისთვის და გეღალატა.


სულ სერობებზე გევლო ვნებიანს, 

წამბაძველობას როგორც სჩვევია, 

გადაჰყოლოდი განთქმულ დღეობებს, 

ათას ღალატებს, ათას მკვლელობებს.


წაჰკიდებოდი ფარდებს ალივით, 

გეცხოვრა პარმის დედოფალივით, 

და სხვის სარეცლებს გამოეზოგათ, 

შენი სხეულის შნო და მარილი.


შეგეძლო, - შენ სხვა ბედი გენახა, 

ღაზლა გექსოვა, ქინძი გენაყა,

ამდენი ჭირი არ დაგენახა, 

ამდენი ჯავრი არ დაგენახა,


სხვენში მბორგავი ქარი - ქარცივი, 

კარზე მომდგარი ყოფნის თულები... 

მაგრამ ეს იყო შენი არჩივი 

და მე ნურაფერს დამემდურები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ