ლექსის ამდენი მწერალი რა დროს უნახავს, რა ჟამს, ზოგი თავს გოგლას უტოლებს, ზოგიც - ლადოს ან ვაჟას.
ჯერ ვერ შეჰბედეს რუსთველს, ვინ სადღეისოს ვერ ჩარხავს, ვინ სახვალიოს უსტვენს.
თავის ქება თუ რად ღირს ვიცით და ნაღდი ვინც არის, ლექსის იცნობა დამღით.
თავის მაქებარ მწერალს, ოდითგან მოგვდგამს, ერთ არწივს ასი დაჰკორტნის ძერა.
და არც ვაზირთა ქება, დრო, უტყუარი მსაჯული, გაყოფს ნაჭუჭს და ლებანს.
ზაკვით, მტრობით და შურით, რაც უფრო სუსტობს კალამი, მით უფრო მაღლა სწყურის.
ბრძენს ძალუძს დროის ათვლა... თქვითო - იტყოდა რუსთველი - თქვითო, ოღონდაც ნათლად.
რა დროს უნახავს, რა ჟამს, ზოგი თავს გოგლას უტოლებს, ზოგიც - ლადოს ან ვაჟას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |