გულში გიხუტებს ზეცა კრიალა, დღეა მზიანი, თბილი, უშარო... დანაშაული მართლა კი არი, გულს შენი ტრფობა რომ დავუშალო.
თითქოსდა მესმის ვარსკვლავთა ჩქამი... ამოვაბოლე აღმართი ქშენით და სულს მიბრუნებს შეხვედრის წამი.
ვინ იყო მომსწრე მზის დაბადების?!. ვარ სულ პატარა დარდის მდინარე, შენით ვბორგავ და შენით ვწყნარდები.
მაგრამ სიმშვიდეც დავკარგე ამით... მონატრებაა სიშორე შენი და სიმფონია მთვარიან ღამის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |