სოფლელი გლეხის შვილი ვარ, მჭადითა გამოზრდილია, უქუდო, ჩოხის ამარა, ქალამნებ გაცვეთილია.
დრო მადგას გასაჭირია, სადაცა ვარდსა დავეძებ, იქ მხვდება ეკლის ძირია.
ვით ვიტანჯები შვილია; თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს, ვერ გამიღია პირია.
გლეხმა ვისწავლო ანბანი, დავჯდე და წიგნი ვიკითხო, გავიგო ქვეყნის ამბავი!
გუთანი - ბასრი კალამი, და მელნად ჩემგნით ნაწური ოფლი, უზომოდ ნაღვარი.
დამითესავენ ყანასა... ხოდაბუნს ძმაში არ გავსცვლი, დავმღერი "ოროველასა".
რად მინდა თქვენი დავთარი: უნებურ მუნჯი შევქნილვარ, ვერ მითქვამს ერთი მართალი.
ეს დრო, ვით ცივი ზამთარი; არსენავ, გლეხის მოყვარევ, გავხდები შენი ამქარი.
თუ შემეშინდეს რისამე! ქონება მქონდეს, არ გავსცე, ოხრად დამირჩეს ქისა მე.
სხივი ვერ ვნახო მზისა მე: მაღალი ღმერთი გამიწყრეს, თუ რამ ვინდომო სხვისა მე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ დავითაშვილის პოეზია |