მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით შესაძლო ხარვეზებისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

 

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1277 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთხელ უფალი გენიოსებს გაეთამაშა,

მაღლა ასწია დანომრილი წლების თამასა.

ოთხმოცდაერთზე ასპარეზი ოთხმა დატოვა:

ვერ გადალახა ვერც თაგორმა

და ვერც პლატონმა;

თაგორს და პლატონს მიემატა დონატელო და

შარდენსაც

თურმე 

დონატელოს ბედი ელოდა.

მალე ტოლსტოის

და გოიას ჯერიც მოვიდა - 

ოთხმოცდასამზე გამოაკლდათ კიდევ ორი და

ერთი წლის შემდეგ ერთად მიჰყვნენ,

გაგიხარია:

დეგა,

გოეთე,

ჰიუგო და

ომარ ხაიამ...

და შემდეგ,

თუმცა მოედანი მოასუფთავეს,

არ გაუმართლა არც ვოლტერს და

აღარც რუსთაველს.

ოთხმოცდაშვიდმა სხვებს მოუხმო ხალისიანად

და მონეს ხვედრი ტიციანმაც გაიზიარა.

მომდევნო ცდაზე კვლავ აღსრულდა ნება ღმერთისა:

გურამიშვილიც პაექრობას გამოეთიშა;

დამარცხებულთა სავარძელზე იჯდა საადიც,

და,

როცა დაფას დაეწერა - 

ოთხმოცდაათი,

ხოკუსაისთან ერთად გაჰყვა მთავარანგელოზს

მიქელანჯელოც,

დაქანცული მიქელანჯელოც.

ოთხი შემორჩა

და ნერვები მაგრად მოთოკეს,

ორი წლის შემდეგ გამოაკლდათ მაინც სოფოკლე.

დანარჩენებსაც განსაცდელი მძიმე ელოდათ:

ოთხმოცდაცამეტს მხოლოდ ერთი გადაევლო და,

ორმა სიმაღლე თუმცა ერთი ასჯერ გაზომა,

მოემმაც ხელი ჩაიქნია

და პიკასომაც.

და დარჩა ერთი,

სარბიელის ბატონ-პატრონი,

მან ერთი წელიც წაუმატა,

ერთი ნახტომიც...

და,

როცა უფალს მიაწოდეს სავსე ფიალა,

და,

როცა ზარმა ერთხელ კიდევ დაიწკრიალა,

ადგა ღმერთი და

ეამბორა,

შოუს კი არა -

მიქელანჯელოს,

დამარცხებულ მიქელანჯელოს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ