მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1403 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მზეო თიბათვის ყოფნა უმზეო!

მზე მიიცვალა ღია თვალებით!

ის მიიცვალა რაღაც უმწეო

და საოცარი გარდაცვალებით!


მას გახელილი დარჩა თვალები

ოჰ გახელილი დარჩა თვალები!

ის უცხო მხარეს გარდაიცვალა

და გახელილი დარჩა თვალები!


და ეს თვალები საღამოთა ხმას

უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით

მას გახელილი დარჩა თვალები

ოჰ გახელილი დარჩა თვალები!


რა ხდება იქით! საიდან ისმის

მგლოვიარეთა ქნართა: "მშვიდობით"?

უეცრად სწყვეტენ სიმები სიცილს

უამინდობით... უამინდობით!


საიდან ისმის ჩუმი გალობა

და უღონობა სუნთქვის შემწყდარის,

წამების წყნარი წარმავალობა

და მოგონება ძვირფასი მკვდარის?


მიდის ზაფხული... ბაღში მდელოში

სისინებს სიო შრიალებს ნეშო

მე ისევ აქ ვარ... საქართველოში!

რისთვის ძვირფასო, რისთვის ნუგეშო?


და ეს თვალები სერაფიმთა ხმას

უსმენდნენ ტანჯვით და მოკრძალებით

მას გახელილი დარჩა თვალები

ოჰ გახელილი დარჩა თვალები!


მივალ, მიმყვება მე შენი ცქერა

და ხავერდებზე ეცემა ჩრდილი,

ყველგან უჩინრად ტირის ცერერა,

თვალები ცივი და გახელილი.


ღირდა თუ არა სხვა სიცოცხლეზე

ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი?

მე გზა არ ვიცი უახლოესი:

ერთადერთი გზა არის სიკვდილი.


მას გახელილი დარჩა თვალები,

ოჰ! გახელილი დარჩა თვალები!

ის უცხო მხარეს გარდაიცვალა

და გახელილი დარჩა თვალები!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ