როცა ხალხმრავალ დარბაზებში იფეთქებს ტაში და ემსგავსება ხელების ტყე გრიგალში ნარხევს, ჩემი ხელები მე მიწყვია კალთაში მაშინ, ვით ორი ტოტი, ამ ხმაურს რომ სიჩუმით არღვევს.
აღფრთოვანება, მოწონება ჩემში ფრთას არ შლის, თავმდამბლობისთვის მხოლოდ პატივს მივაგებ ამით მას, ვისაც უნდა აწითლებდეს გრიალი ტაშის.
რაც თავისუფალ მოქმედებას კაცისას ზღუდავს; ტაში კი უფრო წასულ კაცის ხსენებას შვენის, ვისაც სიცოცხლეც და სიკვდილიც ქვეყნისთვის სურდა.
ხან დაცინვასაც გამოხატავს, უფრო კი - ლაქუცს, - ამ დროს მე სხვაგვარ სტრიქონს ვფერავ - წვეტიან ისარს, რომ მართალ სიტყვას ვათქმევინო, ამ ტაშით რაც ქუხს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |