მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
რა უდარდელი გქონდა ღიმილი,
გიკრთოდა ფერი ვარდის ფურცლობის,
შენ იყავ ჩემი გულისტკივილი,
მე შენთვის - ალბათ, ვინმე უცნობი.
სანეტარო რამ მოწყენა მდევდა,
მისდევდი ასულთ -
შენებრ ლამაზებს,
შენ იყავ ჩემი რამხელა სევდა,
შენთვის არც ვიყავ ამ ქვეყანაზე!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet