მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
Quick Buy
ლოდინის გზაზე სანთელივით
სული მელევა,
ვაი, რა ბადე მომიქსოვეს
შენმა ხელებმა.
ყვითელი ზაფრით რომ ამომწვი
თვალის ბაია,
ჩემი ნანინა გირჩევნოდეს
სხვების ბაიათს.
აჰა, ეს გული შენზე დარდით
ღამის მთევარი,
ფეხი დაადგი და გაწურე
როგორც მტევანი.
შემოაცალე ჩემს სულს ქერქი,
დააშვრე სულაც...
წამაქციე და დამაქციე
ისე, ვით სურა.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet