წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი, როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე, ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი, გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.
მივჯდომივართ მოღუღუნე ბუხარს, ხარ ურთხმელის ნაკვერჩხლების ცქერით ვტკბები, ხან შვლის ნუკრის უბედობას ვწუხვარ.
თაროები თაგვებს გამოუხრავთ. გარეთ ქარი ავზნინანად დასისინებს, ჩანაცრებას ემუქრება ბუხარს.
გავიწყდება ოქროსთმება დალი, მუგუზლებში იფანტება ნება-ნება ნაკვერჩხლებზე ჩამოშლილი ნავლი.
ნედლი შეშა არ ათავებს შიშინს, დამეძინა, ქარი ჩადგა ეგ ტიალი, დაგმანულ კარს თვალს მივაპყრობ შიშით.
დღესაც ჩუმი სიხარულით მახრჩობს, რა ვიცოდი, იმ ზღაპრების სინარნარე გამყვებოდა დღემდე წლების სარჩოდ.
სად ვიპოვი შენი გულის ბადალს, მე ბავშვობა შენს კალთაში დამრჩა, ბები, დღეის შემდეგ სად ვეძებო, სადა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |