მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 557 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სამი სიტყვა შევიჩვიე,

სამი, სამად სამი სიტყვა,

ვერც ავდარმა შემიშინა,

ვერც გრიგალმა დამისეტყვა.


ნუ აწუხებთ ლექსიკონებს,

ნუ კითხულობთ ნუღარც საბაბს,

სდუმს ჭაღარა ჩიქობავა,

სდუმს ჭარმაგი სულხან-საბაც.


მთარგმნელები უჩივიან

ლინგვისტებს და პოლიგლოტებს,

თარჯიმანი იღიმება,

ვიდრე აზრზე მოვიდოდეს.


ირგვლივ მზეა, იებია,

ბევრი იასამანია, -

მღერის ჩემი სამეული,

ცეკვავს ჩემი სამაია.


არც ცალ-ცალკე იკითხება

არც ცალ-ცალკე იწერება,

არც წვიმაში იჟანგება

და არც ზღვაში იძირება.


არც არავის ეძალება,

არც არავის ედავება,

ვერ აიტანს შეხებას და

შეხედვას და შედარებას.


მხოლოდ უნდა მოისმინო

უხილავი მელოდია,

ასე თოვლის სასახლეში

მეფეები შემოდიან.


ასე უსმენს ჩანგებს ჩანგი,

თარებს თარი, დოლებს დოლი,

მოვა ღმერთი მეორედ და

იტყვის: დოვინ, დოვენ, დოვლი!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ