ქარმა ფოთლები ხეებს დაწყვიტა, ღრუბლებმა შავი თმები გაშალეს და უცებ ისე ძლიერ გაწვიმდა, ვერ მოიხურეს მთებმა თავშალი.
თბილ ქვეყნებისკენ ზეცა გაკვესა, მაგრამ ბეღურა, ვით უმეცარი, შიშველი დარჩა ზამთრის სარკესთან.
და როცა თოვლიც გადაეხურა, სხვაგან გაზაფხულს შეხვდა მერცხალი აქ კი ყინვაში მოკვდა ბეღურა...
ვეება მთებიც ჩანს ფერმიხდილი, რატომ სწადია ამ პატარა ჩიტს თბილ ქვეყნის ნაცვლად ჩვენთან სიკვდილი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ მამფორიას პოეზია |