|
შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს, ვით უშოვარი წამლის რეცეპტი, მე კი გავყვები იმ მისამართებს უმისამართოდ რომ დავეძებდი.
სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი, და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ, რომ დავიღალე და დავცოტავდი;
კაცი ცოდვაა, ჟინი უძირო ოდეს ქვევრია, ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა, ერთი სიკვდილი - ძალზე ბევრია... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















