მთარგმნელი: სავლე აბულაძე
| ჩემი დღეები დაყოვნებით მიმართება და დამჭკნარ გულში თითეული წუთი ამრავლებს უსიხარულო სიყვარულის ყველა ვაებას და უმძიმესი გაშმაგების მთელ სივალალეს. 
 მე ცრემლებს ვაფრქვევ; ცრემლებია ჩემი ნუგეში; ჩემი სულია დღეს კაეშნით შემოზღუდული და მწარე სიტკბოს ეწაფება მის ბნელ უბეში... 
 ფუჭო ჩვენებავ, წყვდიადშივე იქმენ ჩანთქმული, ჩემთვის ძვირად ღირს სიყვარულის ჩემი წამება, და, დაე, მოვკვდე, მაგრამ მოვკვდე კვლავ მოყვარული! | 
| პოეზიის გვერდი   • • •  • • •   ალექსანდრე პუშკინის პოეზია | 





 ფეხმძიმობა
 ფეხმძიმობა





















