მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5829 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?

ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.

არც მუსლიმანი გახლავართ გულით,

არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.


არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,

არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,

არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,

არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.


არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,

არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,

არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,

არავითარი ამ ნივთთა დარი.


არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,

არც გამივლია ბოლღართა ბარი,

არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,

არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.


არც იმ ედემის იმედი მალხენს,

არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,

ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,

არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.


სამკვიდრო ჩემი არ არის არსად 

და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.

არავითარი ნიშანი არ მაქვს

და მარადისი წინ მიდგას დარი.


იმ გაორებას ვაქციე ზურგი, 

მე რომ მაწვნია დღეები მწარი,

ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ

და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.


ის არს პირველი, ის არის ბოლო,

ის არის ჩემი არსობის ფარი,

მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა, 

მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.


ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,

სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!

ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს

და მაწანწალებს ავუბი მხარი.


მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,

მიპკურა გულზე ციური ცვარი

და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე

უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.


რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში

დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.

ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში

მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.


გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ, 

ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,

ახლა წანწალი დავიწყო უნდა

და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ