მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მენიაზება: წუთისოფელში
ამ ჩემს კაეშანს არ აქვს სამანი...
გულდაკოდილი მივდევ გზასავალს,
თვალუწვდენელი მიძევს სავალი.
ჰო, მტანჯავს ჩემნი სალმობანი და
ნაღდად არ მინდა ეშმას წამალი.
* * * * *
მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
რა საამოა, რომ ამ სოფელში
ჩემს მწუხარებას არ აქვს სამანი
ქანცმილეული მივალ გზაზედა,
თვალუწიერი მიდევს სავალი.
ო, რარიგ მტანჯავს ტკივილი, მაგრამ
ჩირად არ მიღირს მისი წამალი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet