მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის, ზამთრის სიცივე გეუცხოვება, გაზაფხულია ცხოვრება შენი, შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.
შენი ლოყები ვარდივით ღვივის, ჩემი თვალების დაღლილ გუგებში კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა, და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა, რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი, ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ, აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |