მთარგმნელი: ნომადი ბართაია
ისეა მთვრალი მისი სუნთქვით ადამის სული, რომ ვეღარ ძალუძთ განასხვავონ იმ სუნთქვას იგი. იგი ღელავს და მისი ღელვით ბორგავენ ზღვები, მისი სიმთვრალით მთვრალი არის სამყარო დიდი.
ამ საწუთროში არ მოისხან ძაძები რიდით. ჭეშმარიტების ღვინო არის ნებადართული, ან კი შარბათი ღვთიურ ქვევრის აკრძალონ რითი.
წელმოკაკული არ გახდები საწუთროითი. თიხას განაქრობ? მოიპოვებ თავისუფლებას იმ ღრუბლისაგან, შენ რომ გაყრის წვიმას და ქვითინს.
მოსავი ღვთისა და მცირედითაც შენზე თუ ითქმის. წყალსა და თიხას განაშორე არსება შენი, რომ გარდაიქცე სამუდამოდ მყარი და მკვიდრი.
იყოს ყოველი მუსლიმანი მოთნე და ფლიდი. აწ კი შთენილი შენ იუბნე შამს ედ-დინ თაბრიზ, შენში ყოველი რომ სრულიქმნა… ეს ღმერთმა იცის… |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |